ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე, ზვიად გამსახურდიასა და ჭავჭავაძის გამზირებზე არსებული სკვერების გასხვისების შესახებ მოქალაქეებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც ტერიტორიის ახალი მფლობელები ადგილზე მივიდნენ და იქ მცხოვრებლებს სკვერის ადგილას მშენებლობის დაწყების შესახებ აცნობეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ სკვერების გასხვისების საქმის უკან ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნები დგანან, რომლებიც ტერიტორიების ოფიციალურ მესაკუთრეებად არ რეგისტრირდებიან.
"ახალი გაზეთი"